ლატვიაში საქართველოს მოქალაქე COVID-19-ით გარდაიცვალა. 52 წლის გია გიორგაძე თელავის მკვიდრია. ფაქტს ადასტურებს გარდაცვლილის ოჯახი. მათი ინფორმაციით, გიორგაძეს ქრონიკური დაავდება ჰქონდა, რის გამოც მან ვირუსის გადატანა ვერ შეძლო.
“ვიცოდით, რომ კორონავიურის ჰქონდა, რადგან ანალიზი გაუკეთეს. თავიდან ყველაფერი მაღალი ტემპერატურით დაეწყო და მერე გაურთულდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ ცხედარის გადმოსვენება მოხდეს. ახლა მთავარია ლატვიის ხელისუფლებამ უფლება მოგვცეს. “-ამბობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები.
გია გიორგაძე ლატვიაში წლებია ერთ-ერთ ადგილობრივ კომპანიაში სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა. ბოლოს ის საქართველოდან უცხოეთში მიმდინარე წლის იანვარში გაემგზავრა.
მომხდარის შემდეგ ოჯახთან პირდაპირ კონტაქტზეა საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამ წუთებში უწყებასთან ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები ზუსტდება.
კომენტარები