კრიმინალური ავტორიტეტის, ლავას ოღლის საცოლე, ნინიკო ნაცარიშვილი დედა გახდა. წყვილს გოგონა შეეძინა. მოდელმა სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, უცნობია, რა დაარქვეს ჩვილს.
„მოდით, ჩემს მეორე ნახევარზე არ ვისაუბროთ. ყველაფერი ყველაზე მეტად მომწონს და მიყვარს, რაც მას უკავშირდება“, – დაწერა ნაცარიშვილმა ერთ-ერთი კითხვის პასუხად. გამომწერების კითხვაზე, ჰქვია თუ არა ცოლი, ის პასუხობს: „მინდა ვიყო ცოლი“ მქვია“.
ცნობისთვის, ბათუმელი ლამაზმანი, ნინიკო ნაცარიშვილი, საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. გავრცელებული ინფორმაციით, ნინიკომ და კანონიერმა ქურდმა ლავასოღლიმ ფარულად იქორწინეს.
კომენტარები