CNN–ის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:
“დღევანდელი სიტუაცია გამოიწვია ჩვენი ამერიკელი კოლეგებისა და მათი მოკავშირეების კურსმა, ნატოს უსაზღვრო გაფართოებისკენ, ეს ყველაფერი კეთდება რუსეთის შეკავების მიზნით. დასავლეთის მხარდაჭერით, უკრაინაში ხდებოდა რუსული მედიის, კულტურისა და ენის აკრძალვა და ნაცისტური იდეოლოგიის მხარდაჭერა. დღეს უკრაინული მხარის ქცევა მოლაპარაკებებზე დამთრგუნველია და როგორც ჩანს, მათ მოლაპარაკებები საერთოდ არ აინტერესებთ”
Reuters–ის ცნობით, ლავროვმა სამშვიდობო მოლაპარაკებების მარიუპოლში გამართვაზე უარი თქვა. შეგახსენებთ, მოლაპარაკებების მარიუპოლში გაგრძელება რუსულ მხარეს უკრაინულმა მხარემ შესთავაზა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეში კი, აქცენტს არა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, არამედ ჰუმანიტარულ დერეფნებზე აკეთებს და ამბობს:
“რუსეთის აზრით, ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციაა, გაეროს აზრით, საქმე გვაქვს რუსეთის შეჭრასთან სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე…ჩვენ ახლა გვჭირდება ჰუმანიტარული დერეფნები, რომლის პირობებსაც ყველა დაიცავს და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუირება წარმატებით მოხდება. ამ მიზნით მე წამოვაყენე საერთაშორისო ჰუმანიტარული ჯგუფის შექმნის იდეა, რომელშიც შევა რუსეთი, უკრაინა და გაერო. რათა უზრუნველყოფილ იქნას ჭეშმარიტად ეფექტური ჰუმანიტარული დერეფნები”
დღესვე გუტერეში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება, მოსკოვიდან კი კიევში ჩავა, სადაც ასევე პირისპირ ისაუბრებს უკრაინის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
კომენტარები