13 ოქტომბერს ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას მთელი საქართველო გლოვობს. შემთხვევას 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა. ორი ბიჭი კი გადარჩა.
ერთ-ერთი გადარჩენილი ლაზარე ლობჟანიძეა. მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ბავშვს მომხდარის შესახებ არაფერი ახსოვს. ამის შესახებ გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კონსტანტინე ზარნაძემ განაცხადა.
„13 ოქტომბერს ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას აქვს მეხსიერების ამოვარდნები. რაღაცები არ ახსოვს. ის მომენტი, რაც იქ მოხდა, არ ახსოვს. ვეუბნებით, რომ ფილტვების ანთება აქვს”, – ამბობს ზარნაძე.
როგორც ცნობილია, 13 წლის ლაზარე ლობჟანიძის მამა კონსტანტინე ზარნაძის მეგობარია.
კომენტარები