ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობებით ხეჩინაშვილის კლინიკაში ორი მოზარდი მოათავსეს.
12 და 13 წლის ბავშვები თბილისში, ზუგდიდიდან გადმოიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით, მოზარდებს საკმაოდ მძიმე, 20%-იანი დამწვრობა აქვთ მიღებული და შესაბამის მკურნალობას გადიან.
“მივიღეთ ორი მოზარდი, რომლებმაც მიიღეს თერმო-ქიმიური დამწვრობა. ეს გამოწვეულია ლეღვის ნახარშის ხსნარით, რომელიც ბავშვებმა წაისვეს სხეულზე და შემდგომ მზეზე რუჯის მისაღებად დიდ ხანს გაჩერდნენ. სხეულის 20-20 პროცენტი არის დაახლოებით დამწვარი. გადმოიყვანეს რაიონიდან, ამჟამად, კლინიკაში გადიან მკურნალობას” – ამბობს ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმი გია დავლიანიძე.
მედიკოსები კიდევ ერთხელ აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ რუჯის მისაღებად სხეულზე ლეღვის ნახარშის წასმა დაუშვებელია.
კომენტარები