“ლეიობორისტული პარტიის” სახელით თბილისის მერობისთვის მიხეილ ქუმსიშვილი იბრძოლებს, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად კი ლაშა ჩარტიშვილია წარმოდგენილი. ამის შესახებ დღეს გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.
„მეგობრებო, ტრაგიკული დღეა, ომის დაწყების დღეა, მაგრამ მოთქმა-გოდების დრო არ არის. წინ გველოდება დიდი ბრძოლები შიდასაოკუპაციო ივანიშვილ-კალაძის წინააღმდეგ და ფრონტის წინა ხაზზე დღეს ვუშვებთ თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის ახალგაზრდული და ევროპული ახალგაზრდულის ლიდერს, უნიჭიერეს ახალგაზრდულ ლიდერს, მიხეილ ქუმსიშვილს და საქართველოს ფიც-ვერცხლ ნაჭამ მოღვაწე, ცნობილ პოლიტიკოსს, ეკოლოგს, მებრძოლს, ლაშა ჩხარტიშვილს“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
კომენტარები