მომღერალი, ლელა წურწუმია კვლავ შესანიშნავ ფორმაშია და სექსუალური კაბების ჩაცმასაც არ ერიდება. მის ბოლო ფოტოს, რომელიც წურწუმიამ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, საოცარი გამოხმაურება მოჰყვა.
მომღერლის თაყვანისმცემლები აღფრთოვანებას არ მალავენ და აღნიშნავენ, რომ ის საოცარ ფორმაშია. აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც ლელას ჩაცმულობას ვულგარულად მიიჩნევენ და მომღერალს მეტი თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ.
ფოტოს ამ დროისთვის 25 ათასზე მეტი მოწონება და ათასობით კომენტარი აქვს.

კომენტარები