პარტია ლელო ინტერპელაციის წესით პარასკევს, 27 მაისს საქართველოს პარლამენტში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იბარებს. პარტიის საპარლამენტო გუნდში განმარტავენ, რომ პრემიერს კანონი ავალდებულებს ამ ფორმატში მონაწილეობას.
“ამ საკითხზე მე გაგზავნილი მაქვს დეტალური კითხვები სახელმწიფოს სხვა და სხვა უწყებებთან, მათ დიდ ნაწილს ჯერ პასუხები არ გაუცია, რაც კონსტიტუციის დარღვევაა. დღეს ტრიბუნიდან მოვუწოდებთ მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია და პრემიერს – პარლამენტში მოვიდეს გატარებულ ღონისძიებებზე კონკრეტული პასუხებით. დღეს, შავ ხვრელად გადაქცევა თავად საქართველოსთვის არის საშიში და ძალიან დიდ ზიანს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად მოცემულ სიტუაციაში უაღრესად მნიშვნელოვანია კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხების მიღება პრემიერ მინისტრისგან.” – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
კომენტარები