დღეს, „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ მარტვილში, ჩხოროწყუსა და სენაკში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
მარტვილში ვედიკარის, მუხურჩასა და ონოღიას ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალიოშა ჭიჭინავა იქნება.
სამუშიას თქმით, საეტაპო არჩევნებია 2 ოქტომბერს და მოსახლეობის აქტიურობა არის გადამწყვეტი. ყველამ უნდა გადავდგათ ქვეყნისთვის საკეთილდღეო ნაბიჯი და ორ ოქტომბერს მივიდეთ არჩევნებზე. „ლელოს” აქვს ხედვა და კონკრეტული გეგმა, რომელიც განავითარებს ქვეყანაში ყველა მიმართულებას, სწორედ ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ და არ უნდა დავნებდეთ.
„ჩვენს ხელშია ჩვენი ბედი. რასაც დღეს ხელისუფლება ნერგავს, თითქოს მოქალაქის ხმას აზრი არ აქვს, არის ტყუილი, მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. წელს იქნება დამკვირვებლების მასშტაბური რაოდენობა და „ქართულ ოცნებას” არჩევნების გაყალბების შანსი არ ექნება. რაც შეეხება „ლელოს”, მისი მთავარი მიმართულება არის ადამიანი და მისი უფლებები. პარტიული რესურსით აუცილებლად ვიდგებით თქვენს გვერდით. ჩვენ არ გვაშინებს იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც კონკრეტულ მომენტში სხვებისთვის არ იყოს მისაღები მაგრამ ვთვლით, რომ ქვეყნისთვის უკეთესი და კარგია,”- ლევან სამუშია.
„ლელომ” რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის კამპანია აქტიურად გააგრძელა და ჩხოროწყუს მოსახლეობას მათ კანდიდატთან, დემნა ყალიჩავასთან ერთად შეხვდა.
ჩხოროწყუს პარტიული სია კი ასე გამოიყურება:
სიის პირველი ნომერი – კორნელი წურწუმია;
ლესიჭინეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ბაკურ ხორავა;
ქვედა Ჩხოროწყუ – ნაკიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – მანუჩარ ახალაია;
ახუთის მაჟორიტარად – დევი გახარია.
ქალაქ სენაკში „ლელომ” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ადამია წარადგინა, ხოლო თეკლათის მაჟორიტარობისთვის მონიკა თოდუა იბრძოლებს.
კომენტარები