„რეაქციაში“ ერთმანეთს დეპუტატები სალომე სამადაშვილი და ბექა ლილუაშვილი დაუპირისპირდნენ. კამათი პრემიერისა და პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს მოჰყვა.
“ლელო” თვლის, რომ პრემიერის იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში უნდა დაიწყოს და ოპოზიციაში ამაში ერთიანი უნდა იყოს. გახარიას გუნდის წევრი ლილუაშვილი კი თვლის, რომ იმპიჩმენტის პროცესის ბოლომდე მისაყვანად ოპოზიციას საკმარისი ხმები არ აქვს.
ლილუაშვილი:
“თქვენ და თქვენი პარტია იღებთ იმის პასუხისმგებლობას, რომ იმპიჩმენტის საკითხს ლელო ბოლომდე გაიყვანს, თუ ლელო აპირებს მოიყიდოს „ოცნების“ დეპუტატები”
სამადაშვილი:
“განხეთქილება არ დამიწყია. თქვენ დააყენებთ ერთ სიბრტყეზე პრეზიდენტის ევროკავშირში მოგზაურობის გამო დაწყებული იმპიჩმენტი, ღარიბაშვილის კორუფციის საკითხთან დაკავშირებულ იმპიჩმენტს.”
სალომე სამადაშვილმა ლილუაშვილს და მის გუნდს სახლში წასვლა და დასვენება ურჩია.
კომენტარები