“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, “ლელო” პოტენციურ პარტნიორებად არა მხოლოდ “ქართული ოცნებიდან” ან “ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსულ პოლიტიკოსებს მოიაზრებს, არამდე ისეთი პოლიტიკოსებსაც, რომლებიც არცერთ ძალაში არ ყოფილან.
როგორც ჯაფარიძემ “ღამის კურიერის” ეთერში აღნიშნა, ასეთი პარტიები და პოლიტიკოსები მრავლად არიან და “ლელო” თითოეულ მათგანთან მზად არის მოლაპარაკებებში ჩაერთოს.
“მე მინდა ხაზია გავუსვა, რომ ეს სია პოლიტიკოსების და პარტიების არის საკმაოდ გრძელი, რომელსაც პოტენციურ პარტნიორებად მოვიაზრებთ ამ გაერთიანებაში. ჩვენი ამოცანაა, რომ კონსოლიდირება მოვახდინოთ პოლიტიკური ძალების, რომლებიც თავიან პრიორიტეტად ისახავენ ქვეყნის სწრაფ ინტეგრირებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებშ, რომლებიც მთავარ იდეად მიიჩნევენ იმას, რომ ქვეყანა ძალიან სწრაფად უნდა იქნეს არა მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატი, არამედ სწრაფად უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები წევრობაზე და ჩვენ, ასეთ პარტნიორებთან ერთად ვფიქრობთ ისეთი შეთავაზება გავაკეთოთ ელექტორატისთვის, რომელიც ამბობს, რომ არ მისცემს ხმას “ქართულ ოცნებას” და არ მისცემს ხმას “ნაციონალურ მოძრაობას” და ასეთი ელექტორატია ჩვენი თანამოქალაქეების 60%. ესენი შეიძლება იყვნენ, არა მხოლოდ “ქართული ოცნებიდან” ან “ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსული პოლიტიკოსები, არამდე შეიძლება იყვნენ ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც არ ყოფილან არცერთ ძალაში. აქ მთავარი არის ის, რომ ყველა ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, მთავარ იდეაში – რომ ევროპული იდეა ახლა ქვეყნისთვის არის გადარჩენა და ეს უნდა მოხდეს სრულად, სწრაფად. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა. პიროვნული, პარტიული და პოლიტიკური ინტერესები უნდა გავწიოთ გვერდზე და მთავარი პრიორიტეტის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ, ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი. ყველა პარტია, რომელიც აცხადებს რომ არის მკაფიოდ პროევროპული და პრიორიტეტად ისახავს ქვეყნის სწრაფ ინტეგრირებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ყველა ასეთი პარტია მოიაზრება გარდა იმ პარტიებისა, რომლებიც ამბობენ, რომ ასეთ ერთიანობა არ აინტერესებთ და ფიქრობენ მარტო შევიდნენ არჩევნებში “, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
კომენტარები