ფაქტს პარტიის ერთ ერთი ლიდერი, ქუთაისის მაჟორიტარი კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი გამოეხმაურა: – “ვინ იქნება შემდეგი ლუსტრირებული რენეგატი?! დღეს ეს მოღალატეობრივი ბანერი ირაკლი კუპრაძემ თავისი ხელით ჩამოხსნა!
ეს ბანერი პატრიოტთა ალიანსის არჩევნებიდან მოხსნის საფუძველია. ეს შეუძლია ცესკოს თავმჯდომარეს თუ საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი ექნება.
ვის აქვს უფლება მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით?! საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, საქართველოს მთავრობას. ახლა გამოჩნდება ვინ ვინ არის!”- წერს ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში
ირაკლი კუპრაძის განცხადებით მოღალატეობრივი პოლიტიკა ვერასდროს ვერ დაიმკვიდრებს თავს ჩვენს სახელმწიფოში!
“ლელომ და აჭარამ გასცა ღირსეული პასუხი პატრიოტთა ალიანსის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს!
მივალ ნებისმიერ ადგილზე, სადაც ამის საჭიროება იქნება, როგორც ახლა და საკუთარი ხელით ჩამოვხსნი ამ ბანერებს!
აჭარა არ შეირცხვენს თავს და იტყვის თავის ღირსეულ სიტყვას!”- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
კომენტარები