ირინე გოგოსაშვილი, „ალია“
ცოტა ხნის წინ ,,ალიამ“ ექსკლუზიურად გამოაქვეყნა დიმიტრი ლორთქიფანიძის ინტერვიუ, სადაც მან ვრცლად ისაუბრა იმ სახელმწიფო დანაშაულზე, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემას უკავშრდებოდა! მან ღიად ამხილა ამ დანაშაულში სასაზღვრო დეპარტამენტი, ბადრი ბიწაძის ყოფილი მოადგილე ეკა გიგაური, ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა! უფრო მეტიც, „ალიასთან“ საუბარში ისიც განაცხადა, რომ არც ილიჩოვა და არც მელაშვილი არანაირ სამეცნიერო ხარისხს არ ფლობდნენ და მათი მეცნიერებად მოხსენიება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა! სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო გახდა ბოლო დღეების თავდასხმის ობიექტი.
„ალიას“ ესაუბრება დიმიტრი ლორთქიფანიძე:
„2021 წლის 14 სექტემბერს სამა სატელევიზიო კომპანიამ „ტვ პირველმა„ „მთავარმა“ და „ფორმულამ“ ერთობლივად გაავრცელეს დადგმული ვიდეოსიუჟეტი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მათ ხელთ არსებული ე.წ. ფაილების მიხედვით მე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ვგეგმავდი ივერი მელაშვილის ლიკვიდაციას და ვიყავი ამ დანაშაულის ორგანიზატორი(!), შეყვანა აღნიშნული დანაშაულებრივი ცილისწამებისა და არნახული ბრალდების მოსმენის შემდეგ ჩავნიშნე პრესკონფერენცია დღეს, 15 სექტემბერს 11 საათზე საინფორმაციო სააგენტო „მთავარში” და ვამხილე აღნიშნული მედიასაშუალებების მესვეურები დადგმულ ცილისმწამებლურ ფაბრიკაციაში, რაც თავის მხრივ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373 ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, ვინაიდან სახეზეა დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა.
მუხლი 373. ცრუ დასმენა 1. დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. 2. იგივე ქმედება, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ანდა ბრალდების მტკიცებულების ხელოვნურად შექმნა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: ა) ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით; ბ) რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.!
– თქვენ დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვით, რომ დაუყონებლივ მიმართავდით პროკურატურას და პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ სწორედ პროკურატურაში გაემართებოდით! იყავით და დაწერეთ განცხადება?
– კი ბატონო გახლდით -შესაბამისი მოთხოვნით, მივმართე კიდეც საქართველოს გენერალურ პროკურატურას, სადაც განმიმარტეს, რომ დამიკავშირდებიან სათანადო დროს თბილისის საქალაქო პროკურატურიდან და იქონიებენ რეაგირებას!
– როგორ ფიქრობთ, რამდენად სწრაფად გამოიძიებენ ფაილების საქმეს და მართლაც დასჯიან დამნაშავეებს?
– ვერაფერს გეტყვით, დრო გვაჩვენებს, მაგრამ პირადად მე რომ ამ საქმეს არ მოვეშვები და ლელოს ბოლომდე გავიტან, ამას ნამდვილად გპირდებით!
კომენტარები