“ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ჯილიან სტირკს შეხვდნენ.
შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, სადაც წინასაარჩევნო რთული გარემო განიხილეს, რომელიც, “ქართული ოცნების“ ხელისუფლების წახალისებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ხდება და ისაუბრეს, იმაზე თუ როგორ უნდა ჩატარდეს ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს „ლელოს“ ხედვაზე, თუ როგორ უნდა განახლდეს საქართველოში დემოკრატია და ამ მიმართულებით აღდგეს დარღვეული ბალანსი.
“ლელო” მიესალმება საქართველოს დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გამოჩენილ ყურადღებას.
კომენტარები