• რეკლამა
  • კონტაქტი
19:47, შაბათი, 31 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლეოპარდი რუსულ ტანკებს ჯობია?”, “აბრამსი მაგარია?”, “ჩელენჯერი მართლა არავის აუფეთქებია?” – პასუხები კითხვებზე

ალია ავტორი - ალია
01:40 01-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18,354

ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:

 

“ამ დღეებში ყველაზე ხშირად დასმული კითხვები ასეთია:

“როგორი ტანკია ლეოპარდი, რუსულ ტანკებს ჯობია?”
“აბრამსი მაგარია?”
“ჩელენჯერი მართლა არავის აუფეთქებია?”

როცა ტანკებზე და მათ შედარებაზე მიდის საუბარი, ადამიანების უმეტესობას დაახლოებით ასეთი სცენა წარმოუდგენია: მოდის ლეოპარდი, სადღაც უკრაინულ სტეპში, გამოუხტა T90, გაუხსნეს ცეცხლი ერთმანეთს, რომელი მოერევა?

ჰოდა, არასწორი მოლოდინებია ეს.
ამ ომში ტანკი-ტანკზე ბრძოლა არის იშვიათი მოვლენა.
ტანკების უმრავლესობა მწყობრიდან გამოჰყავს/აფეთქებს არტილერია, ნაღმები და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები.

პირდაპირ ვთქვათ: 152/155-იანი ჭურვის ზემოდან დაცემა როგორც T90-ს ააფეთქებს, ისე ააფეთქებს ლეოპარდსაც და აბრამსსაც. ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქებაც გამოიყვანს მწყობრიდან ნებისმიერ დასავლურ ტანკს და რუსულ “პტურ”-ებსაც აქვთ მათი აფეთქების შანსი.

მოკლედ, ბუნებაში არ არსებობს ვუნდერვაფე, აი ეს ჩამოვიდა და ვსო, ომს მოვიგებთ.
ომს იგებს სწორად აწყობილი სისტემა და ზურგი/ლოჯისტიკა.

რა თქმა უნდა, დასავლური ტანკები ჯობია რუსულ ანალოგებს. სხვა თაობაა, სხვა ტექნოლოგიებია: უკეთესი ჯავშანი, უკეთესი ცეცხლის მართვის სისტემა, უკეთესი ნავიგაცია, კავშირი, ლულის სტაბილიზაცია, დაცულობა, კომფორტი, მანევრულობა, ღამით ბრძოლის შესაძლებლობა, რაც ომში ძალიან დიდი ფუფუნებაა და ა.შ.

მაგრამ, გავიმეორებ – მარტო კარგი ტანკით ომს ვერ მოიგებ.

უბრალოდ, ტანკი თუ არ გყავს, ყველანაირ შეტევაზე ლაპარაკი ზედმეტია. და თუ კარგი ტანკი გყავს, შეტევაში წარმატების შანსები ერთიორად იზრდება.

და კიდევ ერთი: მთავარი ის კი არაა, რა ტანკი გყავს. მთავარია, რამდენი გყავს. ძალიან პირობითად: ამ ომში, 10 ცალი აბრამსის ყოლას, 100 ცალი საბჭოთა T72 გყავდეს ჯობია.

დასავლეთი ახლა რასაც აკეთებს, არის ის, რომ მიაწოდოს არა რომელიმე კონკრეტული ტიპის იარაღი, არამედ ააწყოს ერთიანი სისტემა, რომელიც მზად იქნება მინიმუმ ერთი დიდი შეტევისთვის.

ამიტომ აწვდის თითქმის ყველაფერს – ტანკებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, არტილერიას, ნაღმმტყორცნებს და ამზადებს უკრაინელ ქვეითებს.
ერთადერთი, რაც წარმატებული შეტევის ჯაჭვს აკლია, საბრძოლო ავიაციაა, მაგრამ ეგ ამ ეტაპზე მოცემულობად უნდა ავიღოთ, რომ არ იქნება.

ვადები:

ნუ ელოდებით აბრამსებისა და ლეოპარდების ხვალ-ზეგ უკრაინულ სტეპებში გამოჩენას.
ტანკი, მით უმეტეს დასავლური ტანკი, მთელი თავისი რთული ელექტრონიკით, ტოიოტა პრიუსი არაა, დღეს რუსთავში “პრავა” რომ აიღო და ხვალ მელიტოპოლზე შტურმით წახვიდე. მათ ათვისებას დასჭირდება კვირები.

ლევ ანდროპოვი გახსოვთ “არმაგედონიდან”?
“22-იანი კლუჩის” რტყმით რომ ცდილობს კოსმოსური შატლის შეკეთებას.
ჰოდა, ეგ მხოლოდ ფილმებშია.
დასავლური ტექნიკა იმიტომაა მაგარი, რომ მასში თანამედროვე და ურთულესი სისტემებია ინტეგრირებული. რაც უფრო რთულია სისტემა, მით უფრო რთული შესაკეთებელია.

გაფუჭებულ აბრამსს ვერ მიუყვან პაიალნიკიან ელექტრიკ მიკოლას ობოლონზე და ისიც ვერ დაგისბროსავს ბორტკომპიუტერს 1-2 საათში.

ტექნიკის მომსახურე პერსონალის მომზადება ეკიპაჟის მომზადებაზე რთულია და უფრო მეტ დროს მოითხოვს. უკრაინელებს ნამდვილად აქვთ ძლიერი ჯავშანსატანკო სკოლა და ჰყავთ ძალიან მაგარი სპეციალისტები, მაგრამ მათ გადამზადებასაც დრო სჭირდება.

ტანკების, ქსმ-ებისა და არტილერიის გამოჩენის მერე, ამ ტექნიკის ეკიპაჟებს სჭირდებათ ერთობლივი წვრთნები ქვეითებთან ერთად, რათა შეტევაში ურთიერთშეთანხმებულად იმოქმედონ, რასაც ასევე დრო სჭირდება.

აქვე გავითვალისწინოთ უკრაინული კლიმატიც: გაზაფხულის რასპუტიცაში დასავლური მძიმე ტექნიკის შეყრას აზრი არ აქვს. მთელ თავის უპირატესობას – მანევრულობას, უკრაინულ ტალახში ჩაკარგავს.

მოკლედ, ყველაფრის გათვალისწინებით და თუ ყველაფერი დაგეგმილად წავიდა, დასავლურ ტექნიკას, მთელი თავისი მშვენიერებით, ალბათ აპრილიდან ვნახავთ საქმეში.”

თეგები: ლევან ყურაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?
ახალი ამბები

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?

08:00 05-31-2025
პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ
ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

20:41 05-30-2025
სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?
ახალი ამბები

სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?

19:37 05-30-2025
ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!

17:40 05-30-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved