ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპორატორის, ლექსო ლაშქარავას, ცემის საქმეზე დაკავებული ყველა ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. “ტვ პირველის” კორესპოდენტის ცნობით, დაკავებულებს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
მოძალადე რადიკალები, რომლებსაც ციხეში 5 წელის გატარება მოუწევთ:
- დავით კუტალაძე
- ოთარ გელაშვილი
- ცოტნე ჩიხლაძე
- აკაკი ნაკაშიძე
- თორნიკე დავლაშერიძე
- გია გიგუაშვილი
შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” რეპორტიორების მიმართ ძალადობის ბრალდებით 6 პირია დაკავებული. 5 ივლისს მომხდარი სასტიკი ძალადობის დროს ფიზიკურად იძალადეს მირანდა ბაღათურიასა და ლექსო ლაშქარავაზე. მომხდარიდან რამდენიმე დღეში ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
კომენტარები