,,მაესტროს” დამფუძნებელი მამუკა ღლონტი:
“არც დავწერდი ამ ტექსტს რომ არა:
ერთერთი ტვ ს ეთერში, ლექსოს დასაფლავებიდან რეპორტაჟია და ინტერვიუს იღებენ პოლიტიკოსისგან რომელიც აგერ ახლო წარსულში დევნიდა მედიას, მედიის თავისუფლებაზე საუბრობენ “ჟურნალისტები” რომლებიც სახელისუფლო დევნის დროს უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ “მაესტროელებს” კი არ თანაგვიგრძნობდნენ არამედ ხელისუფლების დავალებით გვდევნიდნენ.
ერთ მხარეს მდგომი “ჟურნალისტები” ინდულგენციას უწერენ “კოლეგებს” სახელისუფლებო რუპორებიდან, თითქოს ეს უკანასკნელნი აგერ გუშინ და დღესაც სახელისუფლო ტყუილებს არ ავრცელებდნენ: ერთად ვართო! აბა გადართეთ მაგათ არხებზე და ნახავთ რა ერთად ხართ..
არ დავწერდი ამ პოსტს, მაგრამ ასე კიდევ უფრო დიდ უფსკრულში გადავიჩეხებით.
არაფერი ისე არ დაგვეხმარება და გვეამება როგორც სიმართლე…
არავის განვიკითხავ წარსულის გამო, მაგრამ აღიარეთ მაინც რომ დღეს რასაც სამთავრობო არხებს საყვედურობთ, იგივეს აკეთებდით ახლო წარსულში და თქვით ხმამაღლა რომ ეს ცუდი და დამღუპველია, მეორე მხარემ კი აღიარეთ რომ რაც ყველაზე მეტად გეზიზღებოდათ იმას აკეთებთ ახლა, თორე ასე ხელისუფლება რომ შეიცვლება დღევანდელი თავისუფლებისთვის მებრძოლების უმრავლესობა ისევ დაყრუვდებით და დაბრმავდებით და დღევანდელი პრივილიგირებულები ისევ ხელკეტებს მიუშვერთ თავს!!! ლექსოს დასაფლავების დროს მაინც მოაშორეთ ეკრანებს ის ბინძური პოლიტიკოსები რომლებიც ხვალ ისევ მოკლავენ ლექსოს!!!”
კომენტარები