უფლებადამცველი ბაია პატარაია:
„ადამიანი მეტია ვიდრე მისივე სხეული. ზოგჯერ ისე გავიქაჩებით, ისეთს მოვინდომებთ და ისე ვცდილობთ, რომ გვავიწყდება ჩვენი ფიზიკური სხეულების მოკრძალებული ბუნება. ერთი-ორჯერ კინაღამ შემომეფშვნა საკუთარი სხეული, როცა შიგნიდან გავმაგრდი, სხეულმა კი ვეღარ გამიძლო, ხან სისხლდენად დაიღვარა, ხან შიშველ ტკივილად იქცა… გულდასაწყვეტი და დამაფრთხობელია, როდესაც საკუთარი სხეული ბრძოლაში ვეღარ მოგყვება.
იმედია, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მისივე სხეული არ დააღალატებს ამ ბრძოლაში. ლეშიჭამია სვავები უკვე ბლომად ჩამოუსხდნენ; ზოგმა ისიც კი შეინანა, ან აქამდე რატომ არ მოკლესო… ვისაც ადამიანობა შეგვრჩენია, იმათ კი უნდა ვეცადოთ, რომ მესამე პრეზიდენტი შიმშილსა და ოლიგარქის ტყვეობაში არ ჩაგვაკვდეს. ეს აღარ არის ხუმრობა და სეირი, ეს საქართველოს ისტორიაა“
კომენტარები