პარლამენტის ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ყვარელში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების საშუალება არ მიეცა და განაცხადა:
“ლექციის ჩაშლას რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ დაგეგმილი იყო პროვოკაცია და ამ პროვოკაციაზე წამოეგო ადვილად კონკრეტული ადამიანების ჯგუფი. არამარტო კახელებისთვის, არამედ ზოგადად, საქართველოსთვის, ქართველებისთვის შეურაცხმყოფელი პოზიცია, რომელიც გააჩნია ლევან ბერძენიშვილს, არის რეალობა და ამ რეალობას ხშირად გაიმეორებენ იმისათვის, რომ ასეთი ინციდენტები მოხდეს. ამ ინციდენტს “ალტ-ინფო” წამოეგება თუ ნებისმიერი სხვა, ეს არის შემთხვევის ამბავი. რაც შეეხება კახეთში ლექციის ჩატარებას ლევან ბერძენიშვილის მიერ, ესეც რასაკვირველია პროვოკაციული თემაა, სულ რომ არ არსებობდეს “ალტ- ინფო”, ეს პროვოკაციული თემაა და სწორედაც რომ ასეთ დაპირისპირებას ითვალისწინებდა ეს პროვოკაცია. ზუსტად მოხდა ის, რისთვისაც იგეგმებოდა ეს ე.წ. ლექცია. ფაქტია, რომ პროვოკაციის სუნი უდის ამას ყველაფერს და ლევან ბერძენიშვილი ჩადგა პროვოკატორთა სამსახურში.”
15 იანვარს, ყვარელში, ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების შესაძლებლობა არ მიეცა. ბერძენიშვილი ახალგაზრდებს “ევროკლუბში” უნდა შეხვედროდა, თუმცა მას “ალტ-ინფოს” წევრებმა გზა გადაუკეტეს და ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
კომენტარები