პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა ვარაუდობს, რომ მისი ინფიცირების წყარო დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილია.
ჩარკვიანი იხსენებს, რომ ერთ-ერთ ტელეკომპანიაში, გადაცემაში სტუმრობისას მას ის მიკროფონი დაუმაგრეს, რომელიც მანამდე ლევან გოგიჩაიშვილს ეკეთა.
ამასთან, ჩარკვიანის განცხადებით, „კოვიდ-19“ მის მეუღლესაც დაუდგინდა.
„ერთ-ერთ გადაცემაში ლევანის მიკროფონი, „პეტლიჩკა“ მე გამიკეთეს. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მას ვირუსი დაუდასუტრდა და ამასთან, მეც ვახველებდი, მივხვდი, რომ ამის გამოა.
ბოლო სამი დღეა, მახველებს, სიცხე მაქვს 37,2 – 37,3. სიმპტომების გამოვლენისას მეთვითონ მივმართე სპეციალისტებს.
დღეს დილით იყო ტესტის პასუხი, მე და ჩემს მეუღლეს დაგვიდგინდა კოვიდ დადებითი. ახლა ველოდებით, რას გვეტყვიან, სად გადაგვიყვანენ, – განაცხადა “ნიუპოსტთან” ჩარკვიანმა.
კომენტარები