ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებულ ინციდენტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
“მედიაში გავრცელებულ ჩანაწერში შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, გიორგი დვალიშვილის განცხადების საფუძველზე, 2019 წლის 7 ნოემბერს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის I ნაწილით.
გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება. მათ შორის სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოწმე გიორგი დვალიშვილისგან ამოღებულ ვიდეომასალაზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. საგამომოძიებო მოქმედებების ამოწურვის შემდეგ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება დამატებით ეცნობება საზოგადოებას”, – აცხადებენ პროკურატურაში.
კომენტარები