„ლელოს“გამარჯვების კანდიდატები ჰყავს, მათ შორის დიდუბე-ჩუღურეთში ლევან სამუშიას სახით “-ამის შესახებ „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში სტუმრობის დროს ისაუბრა, სადაც წინასაარჩევნო თემებს განიხილავდა.
ლევან კობერიძის თქმით, „ლელოს“ კანდიდატები მაღალრეიტინგულები არიან და მათ გამარჯვებაში იმდენად დარწმუნებულია, რომ პირდაპირ ეთერში სამუშიას კონკურენტ ანა დოლიძესთან სანაძლეოც კი დადო, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ანა დოლიძის კონკურენტი ლევან სამუშია მასზე მეტ ხმას დააგროვებს და არჩევნებს მოიგებს, რასაც, თავის მხრივ, ანა დოლიძე არ ეთანხმება.
თავად კობერიძე კი აცხადებს, რომ როგორც ამ ოლქში ისე მთელ საქართველოში „ლელო“ ხალხთან ერთად გაიმარჯვებს.
კომენტარები