“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციციის” თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას ესწრებოდა, სადაც მურუსიძემ განცხადება გააკეთა, რომ მოსამართლე ლევან მურუსიძე სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსან, სოსო გოგაშვილს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს.
“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ვართ ახლა და ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ სოსო გოგაშვილი მის საქმიანობაში ჩარევას ცდილობდა და სუს-ის მოპოვებული კომპრომატების გასაჯაროებით ემუქრებოდა, თუ აღკვეთის ღონისძიებას არ შეუცვლიდნენ. მით უმეტეს არაა გამორიცხული, ბესო ალავიძეზე ან სხვა მოსამართლეებზე ზეწოლას ჰქონოდა ადგილი, როცა გოგაშვილი თანამდებობაზე იყო. არაა გამორიცხული, რაიმე ახალი ფაილები სასამართლოზე ვიხილოთ და ამით თავის დაცვას ცდილობდნენ.
აქვე ვიტყვი იმასაც, რომ პარლამენტს არ აინტერესებს, შეისწავლოს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები”
კომენტარები