ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე, უცნობი პირების მიერ ჟურნალისტის ცემის ფაქტს ეხმაურება.
„ნამდვილად არ არის სასიამოვნო, როდესაც უკრაინასა და ლიეტუვაში განვითარებულ მოვლენებს – მედიის წარმომადგენლების ფიზიკურ ხელყოფას, შეტაკებებსა და სამართალდამცველებთან დაპირისპირებას ადევნებ თვალს. ნამდვილად არ მინდა, რომ სიტუაცია უმართავი გახდეს: ვინ ვინ და, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება, სხვაზე მეტი ვიცით, თუ რა ფასი აქვს სიმშვიდესა და სტაბილურ გარემოს. რას იზამ, დემოკრატია, ხშირ შემთხვევაში, თურმე, სხვაგანაც სხვადასხვანაირად ესმით. პოლიტიკური დაძაბულობის კერებიც სხვაგანაც ჩნდება, თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, მთავრობის გადადგომას, ასე მარტივად, არც ოპოზიცია ითხოვს და არც – მათი მეგობარი თუ ლობისტი უცხოელები“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართული საპროტესტო აქცია რადიკალური მოძრაობა „ნაციონალური კორპუსის“ მიერ იყო ორგანიზებული. აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებიც მოხდა. არეულობების შედეგად, 7 პოლიციელი დაშავდა.
კომენტარები