ბიზნესმენ ლევან პირველის და, ლიკა პირველი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიკა პირველი ძმის, ლევანის დონორი იყო. ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის მსვლელობისას, 54 წლის ქალი დაიღუპა. მისი ძმის, ლევან პირველის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამბონენ ოჯახის ახლობლები.
ბოლო ინფორმაციით, ლიკა პირველი ოპერაციის შემდეგ, ტრომბით დაიღუპა. ამის შესახებ თაკო დოლაბერიძე წერს:
,,მეგობრებო 2 დღის წინ ანკარაში ერთ ერთ საუკეთესო კლინიკაში ლიკამ გადაუნერგა ღვიძლი მის ძმას ლევან პირველს ოპერაციამ კარგად ჩაიარა და გუშინ ტრომბი განვითარდა და ლიკა გარდაიცვალა ?ძალიან დიდი ტრაგედიაააა?”
კომენტარები