კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და ეს ჩემი მოგონილი არაა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
„ყოველდღიურად ვეცნობი ახალ ინფორმაციას, რომელიც ჩემს ან მედიცინის სხვა დარგს ეხება. ჟურნალისტებთან საუბრისას ერთხელ ვთქვი, რომ ეს არის მოსახდელი დაავადება. ეს ჩემი მოგონილი არაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ეს არის ვირუსი, რომელსაც აქვს გავრცელების მაღალი უნარი, და ის დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 70-80 პროცენტმა უნდა მოიხადოს“, – განაცხადა რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსი 728 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 509 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარები