“რუსთავი 2″-ის არხზე ახალი სეზონიდან CBS-ის ლიცენზირებული ტელეპროექტი “ექიმები” იქნება. ლევან რატიანი, ლევან ქარაზანაშვილი და რეზო ომიაძე საინტერესო თემებზე ისაუბრებენ.
ასევე, “პოსტკრიპტუმს” უბრუნდება გიორგი ქოქია.
გიორგი ქორქია: – P.S. მალე გავა ეთერში. თავიდან, როდესაც მე “რუსთავი 2”-ში გადმოვედი, სწორედ “პოსტკრიპტუმის” ჟურნალისტი ვიყავი და პარალელურად “უკანასკნელი გმირის” წამყვანი გახლდით. მერე, გარკვეული მიზეზების გამო, წამოვედი გადაცემიდან.
ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც მე P.S.-ში დავბრუნდი არის “კიკალა”. გადაცემას უბრუნდებიან – დათო ნიკურაძე, ნიკა ლებანიძე, თომა ჩაგელიშვილი… ძველი გუნდი.”
კომენტარები