“ალიას” დაუკავშირდნენ ერეკლე ჩეკურიშვილის მშობლები. შეგახსენებთ, 17 წლის ერეკლე ჩეკურიშვილი, გასული წლის აგვისტოში თავში დაჭრეს, ასევე დაჭრეს მისი ძმაც, 15 წლის მოზარდი და პირი, რომელმაც ორივე არასრუწლოვანს ძმას იარაღიდან ესროლა, ამბობს, რომ კამათი დაიწყო მას შემდეგ, რაც ბავშვებმა სთხოვეს, რომ ძაღლი აღარ გამოეყვანა ალიკაპის გარეშე პარკში.
ექიმების დიდი ძალისხმევით, ერეკლე სიკვდილს გადაურჩა, თუმცა, დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ერეკლეს გამოჯანმრთელების იმედს გერმანიის ერთ-ერთი კლინიკა იძლევა, თუმცა ამისთვის 145 ათასი ევროა საჭირო. ის უკვე რამდენიმე კლინიკაში იწვა და კლინიკის შეცვლა, საავადმყოფოების კოვიდკლინიკებად გადაკეთების გამო უწევს. ბოლოს ის იწვა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. მშობლები გვიყვებიან, რომ იქედან გამოუშვეს და უთხრეს, რომ კოვიდპაციენტები უნდა მიიღონ. ცნობისთვის, კლინიკები, რომლებიც კოვიდპროგრამებში ერთვებიან, პაციენტებს, მათ შორის, მძიმე პაციენტებს, სხვაგან ამისამართებენ!
როგორც, ერეკლეს მშობლები ამბობენ, როცა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გამოწერეს, აღმოჩნდა, რომ ერეკლეს სეფსისი აქვს… მამა გვიყვება, რომ რატიანი ისე დამცინავად უყურებდა, ვერ გაუძლო და გარეთ გამოვიდა, ახლა კი ზარებზეც აღარ პასუხობს. მშობლები ამბობენ, რომ წინა კლინიკიდან ისეთ კარგ მდგომარეობაში გამოიყვანეს შვილი, რომ იმედი მიეცათ, ახლა კი “ბიჭს მუცელი ჩირქით აქვს სავსე”:
“ლევან რატიანის და ვაი თავხედი ექიმის მაგდა რურუას გულგრილობის გამო გამოჯანმრთელებული შვილი მძიმე მდგომარეობაშია, ერთი დღის გამოწერილი სასწრაფოთი გადავიყვანეთ ჯერარსის კლინიკაში, სადაც დაუდგინეს პერიტონიტი რადგან მუცელში ჩადგმული ზონდი ქონდა ამოგლეჯილი და იღვრებოდა საკვები მუცლის ღრუში!!!
დამალეს რომ პერიტონიტი დამართეს სასწრაფოდ გამოწერეს, რადან დამძიმდა, რატიანი იმალება ზარებზე არ პასუხობს. არ ვაპატიებ ერეკლეს გაუბედურებას უკვე შევიტანე საჩივარი. ვინც არ უნდა ჩარიოს უკან არ დავიხევ.”
ლევან რატიანმა ჩვენ ზარებს არ უპასუხა.
შეგახსენებთ, “ალიას” ლევან რატიანთან ბოლო კონტაქტი ჰქონდა, რამდენიმე თვის წინ, აღდგომამდე ცოტა ხნით ადრე, როცა იგი შეგვითანხმდა ინტერვიუზე და გვთხოვა კითხვების გადაგზავნა, “ალიამ” მას გადაუგზავნა ის კითხვები, რაც მკითხველებმა მოგვაწოდეს და რასაც ადამიანები სოციალურ ქსელში წერდნენ, ერთ-ერთი კითხვა იყო – ბატონო ლევან, ღმერთის არსებობის გჯერათ?
კითხვების გადაგზავნის შემდეგ, ბატონმა ლევანმა არათუ დაპირებული ინტერვიუ არ მოგვცა “ალიას”, საერთოდ აღარ გვპასუხობს, მას შემდეგ.
კომენტარები