ლევან ვარშალომიძე თავისუფალია – ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ანთაძე ადასტურებს. მისი თქმით, ამ წუთებში ყაზახეთში იურიდიული პროცედურები მიმდინარეობს.
“როგორც მოგეხსენებათ, ლევან ვარშალომიძე რუსეთის უკანონო მოთხოვნის საფუძველზე გუშინ, ყაზახეთში დააკავეს. დღეს ის თავისუფალია, მაგრამ მიმდინარეობს იურიდიული პროცედურები. იმედს ვიტოვებთ, რომ მალე ამოიწურება ეს უსიამოვნო სიტუაცია ჩვენ მეგობარ ყაზახებთან და ლევან ვარშალომიძე დროზე დაბრუნდება საქართველოში” – ამბობს ლევან ანთაძე, ტვ პირველთან.
კომენტარები