თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი:
“ლევან ვასაძეს რომ “უკურნებელი სენი” სჭირდა, გახსოვთ?
ამ “დაავადების” სამკურნალოდ “მსოფლიოში ყველაზე უფრო ძლიერი კლინიკა” რომ მხოლოდ რუსეთში არსებობდა – ესეც ხომ გახსოვთ?!
დუგინს რომ ფინჯან ყავაზე ხვდებოდა ცოტა ხნის წინ და პაპარაცებმა რომ ფოტო გადაუღეს მოულოდნელად – ესეც ხომ ყველამ ვნახეთ?!
საპატრიარქო, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ე.წ. “მოსაყდრის” ფსევდოინსტიტუტს აპიარებს და ფალსიფიცირებული “მეცნიერების” პირით გვიმტკიცებს მის ვალიდურობასა და ლეგიტიმურობას – ხომ ყველანი ვამჩნევთ?!
ჰოდა, ეს იმას ნიშნავს რომ კრემლი ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” ალტერნატივად განიხილავს ვასაძესა და ალტ-ინფოს “კონსერვატიულ მოძრაობას”, ყოველშემთხვევაში შავი დღისათვის, სათადარიგოდ ამ პროექტს ამზადებს.
ცხადია, რბილი ძალის გამტარი საპატრიარქოც მომაკვდავი და მხილებული ილია II-ის ადგილას – ახალგაზრდა და “პერსპექტიულ” კოლაბორაციონისტს – შიო მუჯირს ამზადებს!
ასე სიმფონიურად – საერო თუ საეკლესიო ტახტზე დაგვისვამენ ორ რენეგატ და გარეწარ მონას და ივერიაც “გაბრწყინდება!”
კომენტარები