თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი:
,,ლევანი იქნება ტანკივით!
ამ გულაგ გამოვლილ კაცს ეს ტუტუცი გოგო ვერაფერს დააკლებს. ამაზე არ მეფიქრება.
ნეტავ მხოლოდ ეს იყოს ამ ისტორიის ტრაგედია 🙁
სინამდვილეში პრობლემას იმდენი წახნაგი აქვს ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ტრაგედია სრულად რომ შეგიძლია ამოიკითხო.
1. რუსული ხაზი:
— ეს მეფე ერეკლეზე შეყვარებული პატრიოტი გულები არც ერთს რომ არ აუჩქროლდა როცა ღიად პროპუტინისტური ორგანიზაციები სწორედ მეფე ერეკლეს სახელს ირქმევდნენ;
— ან როდესაც სწორედ მეფე ერეკლეს სურათებით ატარებდნენ პუტინის მხარდამჭერ მარშებს გეორგიევსკის ლენტებით 🙁
2. ფარისევლობის ზეიმი
— დღეს რომ ღაწვებს იხოკავენ ალისტრახოების და რეალტივის შემქმნელები, ერთხელ მაინც რომ მოეხადათ ბოდიში, დაეგმოთ საკუთარი ჯავშირები იმ სიბინძურესთან იქნებ დღეს არც ეს გოგო გამოჩეკილიყო 🙁
— ლევანის დაცვის არმიაში რომ ჩაწერა ხალხი რომელიც ან თავად იყო “ნოემბრიდან-ნოემბრამდე” ფილმის ავტორ-შემქმნელი, ან მისი გულშემატკივარი იყო, ან უბრალოდ დუმდა როდესაც სამშობლოს მოღალატეს ეძახდნენ, მაშინაც გულაგ გამოვლილი იყო ლევანი.
3. განათლებული, უფრო კი ძალიან განათლებული ადამიანების მიუღებლობა
— ამ ისტორიამ, კიდევ ერთხელ, ზედაპირზე ამოიტივტივა არგუმენტებ მოშლილი ადამიანების სიმრავლე რომლებიც ზიზღს და ძალადობას იყენებენ თავშესაფრად და შესაბამისად უკიდურესად სახიფათონი ხდებიან.
— არ ეთანხმები, დაწერე, ილაპარაკე, დაამტკიცე. ვინ დაგიშალა ან შეგიშალა ხელი? …
უფ რამდენი რამის დაწერა მინდა კიდევ, მაგრან ისიც ვიცი დიდი აზრი არაფერს აქვს 🙁 ყველაზე სამწუხარო დღევანდელ საქართველოში ის არის, რომ ადამიანები არავის უსმენენ, არც ერთმენათს, არც მესამე პირებს, არც ლექციას, არც არავის 🙁 საკუთარ შეცდომებში, კლიშეებში ან წინასწარ აკვიატებულ მოსაზრებებში გაჯიუტებულნი ცხოვრობენ;
ჩვენს ქვეყანაში თითქმის ნებისმიერი კომუნიკაცია ბრმა-ყრუობის კლასიკაა, როდესაც თითქოს სულ ვლაპარაკობთ, მაგრამ არავის არაფერი ესმის. არადა საუბარი მხოლოდ მაშინ დგება, როდესაც ერთი საუბრობს და მეორე უსმენს, შემდეგ მეორე საუბრობს და პირბელი უსმენს, შესაძლოა ბოლომდე ვერ შეთანხმდნენ მაგრამ ერთმანეთს უსმენენ, მოსმენილზე ფიქრობენ, აანალიზებენ, არგუმენტებს ეძებენ ….
ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობა როგორ იქცევა?
პასუხი არ არის, არგუმენტი არ არის მაგრამ არის მუშტი, ბილწსიტყვაობა, მუქარა და შანტაჟი ყველაგან – ტელეეკრანიდან, რადიო ეთერიდან, პარლამენტის ტრიბუნიდან, ქალაქის მერის პრესკონფერენციიდან….. და დასასრული არ უჩანს 🙁
წმინდა წყვდიადი წაიკითხეთ, ყველაფერს მიხვდებით! კითხვები აღარ დაგრჩებათ!”
კომენტარები