ანალიტიკოსი გია ნოდია:
„როგორ უნდა გამოხატო სოლიდარობა ლევან ბერძენიშვილის მიმართ ისე, რომ ვიღაც შტერი ქალი (დღეს გახმაურებულ შემთხვევას ვგულისხმობ) არ შემოგეპიაროს?
ლევანი ნამდვილად იმსახურებს მხარდაჭერას, მაგრამ ის ქალი რატომ იმსახურებს ყურადღებას, თუნდაც ნეგატიურს? რატომ უნდა დავანაგვიანოთ ჩვენი ვოლები მისი სახელის და გვარის ხსენებით? საკითხავი აი ეს არის. ჩემი მოკრძალებული აზრით, როცა „ფეისი“ ხარ და არ ერიდები ისეთი რამეების თქმას, რაც ხალხის ნაწილს გააბრაზებს (რატომ უნდა მოერიდო?), ყოველთვის მზად უნდა იყო, ქუჩაში ვიღაც დაგხვდეს და გაგლანძღოს.
ცუდია, მაგრამ ჩვენი რეალობაა. თუ ეს არ გინდა, ილაპარაკე ყველასთვის მისაღები ბანალობები“
“არაკაცი ხარ” – რა ვიდეოს აქვეყნებს “პოსტ ტვ”– ის ჟურნალისტი
კომენტარები