ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატალია საბანაძემ გადადგომის შემდეგ პირველი კომენტარი ფრანგულ გამოცემას “ლე მონდს” მისცა, სადაც ის თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე ხმამაღლა ალაპარაკდა. მისი განმარტებით, გადადგომის მიზეზი საქართველოს მთავრობასთან უთანხმოების გახდა.
“ჩვენი ლიდერები ამბობენ, რომ პროევროპულები არიან, მაგრამ თქმა საკმარისი არ არის, პროევროპული უნდა იყო” – აღნიშნა საბანაძემ ფრანგულ გამოცემასთან. მან ასევე დაადასტურა ისიც, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა.

კომენტარები