ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე. აღიარებს რომ გუშინ საღამოს, რამდენიმე ქალაქში გამოსული ადამიანები თვითდინებით გამოვიდნენ და ეს დაგეგმილი აქცია არ იყო, თუმცა, ამბობს, რომ ისინი არაფერს ითხოვდნენ, მათ შორის არც გადადგომას. როგორც ჩანს, მდინარაძე, არ უყურებდა პირდაპირ ეთერს, თორემ, გაიგონებდა ხმას: – გადადექი. როგორც ჩანს, მდინარაძეს ისიც დაავიწყდა, რომ თუ ლიდერები ჰყავს აქციას არ მოსწონს, ახლა ისიც არ მოსწონს, ლიდერები რომ არ ჰყავს და არც იმას ამბობს, როგორია მისი მოსაწონი აქცია. მამუკა მდინარაძე თვლის, რომ ქუჩაში ცეცხლის დანთება ან ბარიკადების მოწყობა პროტესტის მშვიდობიანი ფორმა არაა.
მამუკა მდინარაძე:
რა მოხდა გუშინ? რაიმე მოთხოვნა გახსენდებათ? ან ლიდერი ჰყავდა ამ აქციას? რა უნდოდათ?
რა მოწოდებებია? საღებავები ნივთები, ბარიკადები, რევოლუცია, ერთი ადამიანი არ ამბობს, წამო, გავაპროტესტოთ, ვუთხრათ ამ ხელისუფლებას, რომ ასე არაა, გადადგეს, ან რაღაცა…
ცეცხლს ანთებს, ბარიკადებს აგებს, მშვიდობიანია?
ცნობისთვის, გუშინ საკონსტიტუციო გადატრიალებად შეაფასა პრეზიდენტმა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება და თქვა, რომ ითხოვს ხელახალ არჩევნებს.
კომენტარები