ლიეტუვა ევროკომისრის პოსტზე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსისკანდიდატურას წარადგენს.
კუბილიუსის კანდიდატურა ლიეტუვისპრემიერმინისტრმა ინგრიასიმონეტემ დაასახელა, რასაც ოფიციალურად ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედაც დათანხმდა.
ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ოფიციალური დამადასტურებელი წერილი უკვე გაეგზავნა.
პროცედურების გათვალისწინებით, ევროკომისიაში ანდრიუს კუბილიუსისკანდიდატურის წარდგენას ლიეტუვის პარლამენტმაც უნდა დაუჭიროს მხარი. როგორც ინგრიდასიმონიტე ამბობს, მან უკვე მიიღო არაფორმალური თანხმობა სეიმისგან(პარლამენტი).
ანდრიუს კუბილიუსი ლიეტუვის ყოფილი პრემიერმინისტრია, რომელიც 2019 წლიდან ევროპარლამენტის წევრია.
კომენტარები