22 ნოემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლს სტუმრობდა სიმებიანი კვარტეტი ,,იბერი“ შემდეგი შემადგენლობით: გიორგი ხაინდრავა ( I ვიოლინო), თამარ ბულია (II ვიოლინო), ირაკლი ჯაფარიძე ( ალტი) და გიორგი ჯორჯაძე (ჩელო).
კვარტეტმა შეასრულა, როგორც კლასიკური ასევე, თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები: მოცარტის, შტრაუსის, ცინცაძის, აზარაშვილის.
სიმებიანი კვარტეტის პროექტი „ლიტერატურულ- მუსიკალური მარათონის ,,თუთა”2023-ის ფარგლებში სახელოვნებო -საგანმანათლებლო ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
დასკვნით ღონისძიებაზე მარათონის ფარგლებში მონაწილე პოეტებმა და მწერლებმა დამსწრე აუდიტორიას მხატვრული ნაწარმოებები: მოთხრობენი, ლექსები და საბავშვო ზღაპარი წაუკითხეს. თითოეულ ამ ნაწარმოებებს აერთიანებდათ ფრაზა ,,ის აქ არის…” როგორც ეს ჩაფიქრებული იყო ორგანიზატორის მარინე შანავას მიერ. ფართო საზოგადოება მას კრებულის სახით იხილავს.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სტუმარს სამი შთაბეჭდილებებით სავსე დღისთვის, მარინე შანავას იდეისთვის, მანანა შანავას დაუღალავი მასპინძლობისთვის, თანამშრომლებს: მამუკა შანავას, თამარ მებონიას, ნინო კალადიას, ელენე ნაჭყებიას, სოფიო აბულაძეს, სოფიო ხარჩილავას, მთვარისა მირგატიას, ნონა სარიას, ემა ვეკუას, ინდირა ჯობავას, ნინო ფიფიას თანადგომისთვის.მადლობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს ბ/ ნ გიორგი ხარჩილავას მხარდაჭერისთვის – სტუმრებს ტერენტი გრანელის წიგნი გადაეცათ საჩუქრად.ულამაზესი, საინტერესო, შთამბეჭდავი, ნაყოფიერი დღეები ერთობლივი მხარდაჭერის, გუნდური მუშაობის შედეგია, მადლობა!– წერს წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი თეო კვარაცხელია!
კომენტარები