თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამჟღავნებისგან, ამ ეტაპზე თავი შეიკავა.
უჭკუო ნაბიჯია ერთი შეხედვით, ხომ? ცოლი ჰყავს და მერე ის ცოლი ცოლი არაა და ეს ცოლია ცოლი, მაგრამ გადაყლაპა ყველამ. ახლა არ ენატრებათ მეგრელებს „ჩქიმი სანდრა“? როგორც ჩანს, ეს მონაკვეთი პირდაპირ კოპირებით წამოიღეს და გზადაგზა ხვეწენ. ვერ მოასწრეს ქართულ სცენარზე მორგება. ლიზა ერთი შეხედვით ზელენსკის თვალი და ყურია, სინამდვილეში კი – ის რუსეთისაა. პირდაპირ რუსს ქალს ვერ დაუყენებდნენ გვერდით, მაგრამ ის უკრაინელია, რადას დეპუტატია. ვერ გათვალეს ის, რომ თუ ოჯახის ფასეულობაზე იყო საუბარი, სად არის აქ ოჯახი? სად ჩანს? რომელ ქმედებაში? თან ამდენი ლამაზი ქალია „ენმ“-ში რომლებიც გაანაწყენეს, ახლა ისინი ფიქრობენ, მე რატომ არა და რატომ უკრაინელი ლიზა?
საყურადღებოა სანდრას გამოსვლებიც, ის სწორად არის დაქოქილი, არც ერთი ზედმეტი სიტყვა. არ არის სანდრა უბრალო ქალი, ის კარგი სამსახურების მიერ, კარგად არის გაწვრთნილი და მიშაზე უკეთესი სპეციალისტია ბევრად. ამასობაში, ბოლო სერიაში, იქნება, უცებ „აღმოჩნდეს“, რომ სანდრამ რაღაცა მაგარი საქმე გააკეთა მიშასთვის და ის ყოფილა სპეციალურად ზურგში შეპარული ამის გასაკეთებლად, ყველას შეუყვარდება სანდრა და მისი მიშა. ჯერჯერობით ვერც ჩარკვიანმა დაამტკიცა და ვერც ვერავინ, რატომ უნდა გვიყვარდეს მიშა, მაგრამ სანდრას ნამდვილად შეუძლია „დაამტკიცოს“ რატომ უნდა გვიყვარდეს მიშა.
კომენტარები