ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
—
ოქტომბერში უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება – მიცემენ თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს 






—
თუ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ , ეს ნიშნავს რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა ის 12 პუნქტი , რომელიც რეკომენდაციის სახით მოგვცა ევროკავშირმა 






—
ეს პირდაპირ მიუთითებს , რომ სანამ ქართული ოცნების ხელისუფლება იქნება , მანამდე ეს პუნქტები არ შესრულდება , საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდება და არ განხორციელდება 






—
ანუ დადგება საკითხი – იმისათვის რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მოხდეს , ამის აუცილებელი პირობა იქნება შეიცვალოს არსებული ხელისუფლება და მთავრობაში მოვიდეს ისეთი პოლიტიკური კოალიცია , რომელიც შეასრულებს 12 პუნქტიან გეგმას 






—
დიდი ალბათობით – ევროინტეგრაციის პროცესის გაჩერებას და ხელისუფლების მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას მოყვება მასობრივი პროტესტი , რომლის ავანგარდში იქნებიან ახალგაზრდები და სტუდენტები 






—
ყოველივეს ლოგიკური გაგრძელება იქნება “ მაიდანი “ და ხავერდოვანი რევოლუციური პროცესი 






P . S .
სხვათაშორის კიევის “ მაიდანი “ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების შეჩერებას მოყვა 






კომენტარები