“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში მაინც დამარცხდება, მიუხედავად იმისა, რომ 30 მაჟორიტარი „დაიტოვა“
„მე მაღალი ალბათობით ვიქნები მაჟორიტარი იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები შევჯერდებით ოლქზე და ჩემს პერსონაზე. ლოგიკურია, რომ მე ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად და როგორ ვიქნები, ვერ ვიტყვი. ამ შემთხვევაში 30 მაჟორატირი მაინც დაიტოვა ივანიშვილმა, ეს იყო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის კომპრომისი, რომ დაეტოვებინა 30, მაგრამ მაინც მოვუგებთ. ამისათვის აუცილებელია, რომ მაქსიმალური კოორდინაცია იყოს და არ გაიყოს ოპოზიციის ხმები, სხვა შემთხვევაში მამაცურად მაგრამ მაინც დავმარცხდებით. აქ ჩვენ პირად ამბიციებზე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანაში გარდაუვალია ცვლილებები და ყველა საზოგადოებრივად აქტიურმა ადამიანმა ყველაფერი პირადული გვერდით უნდა გადადოს“
კომენტარები