ლონდონის „არსენალის“ მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც 14 მარტს „ბრაიტონთან“ დაგეგმილი მატჩი გადაიდო. ამის შესახებ BBC წერს.
საფეხბურთო კლუბის ხელმძღვნელობამ სავარჯიშო მოედანი დახურა, ის პირები კი, რომლებსაც არტეტასთან კონტაქტი ჰქონდათ, იზოლირებულები იქნებიან.
მედიის ცნობით, მსგავსი კორონავირუსი შეიძლება დაუდასტურდეს „ლესტერის“ სამ ფეხბურთელს, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება. ესპანეთისა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციებისგან განსხვავებით, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია შიდა ჩემპიონატის შეჩერებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, თუმცა მომხდარმა ფაქტმა შესაძლოა მათ გადაწყვეტილება შეაცვლევინოს.
კომენტარები