ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი:
“ყოველი შემთხვევისათვის, ინფორმაცია ქვეყნიდან რომელმაც კოვიდი გვაჩუქა
ჩინეთმა დღეს განაცხადა რომ დაარეგისტრირა 3 400 ახალი ადგილობრივი სიმპტომატური COVID-19 შემთხვევა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ორი წლის განმავლობაში!!! და სამჯერ აღემატება წინა დღის შემთხვევების რაოდენობას.
როგორც შედეგი, ქალაქი შენზენში, 13 მილიონიანი მოსახლეობით, გამოცხადდა სრული ლოქდაუნი. ქალაქში ხვალიდან ჩატარდება მასობრივი ტესტირების 3 რაუნდი. გარდა ამისა ამავე რეგიონის 2 ქალაქში თანამდებობა დაატოვებინეს ქალაქის მერებს, რამეთუ მათ ვერ უზრუნველყვეს საჭირო ღონისძიებები კოვიდის გავრცელების თავიდან ასაცილებლად
ჩინეთის განვითარების ფორუმი, მაღალი დონის ბიზნეს შეკრება პეკინში, რომელიც თავდაპირველად 19-დან 22 მარტამდე იყო დაგეგმილი ასევე გადაიდება შემთხვევების მატების გამო.
კოვიდ სიტუაცია არა მარტო ჩინეთში გართულდა,
სიტუაცია ასევე ცუდი გახდა ჰონგ-კონგში და სამხრეთ კორეაში. ორი წლის განმავლობაში Covid-ის დაბალი მაჩვენებელების შენარჩუნების შემდეგ, Omicron-მა დაარტყა ჰონგ – კონგს -სა და ახალ ზელანდიას, მაგრამ შედეგები განსხვავებულია და ამის მიზეზს მოგახსენებთ.
ამ მომენტისათვის ჰონგ კონგში 20 შემთხვევადან 1 მთავრდება სიკვდილით. ამის კონტექსტში რომ ვთქვათ, ჰონკ-ის შემთხვევის სიკვდილიანობის მაჩვენებელი (NB განსხვავდება ინფექციით სიკვდილიანობის მაჩვენებლისგან) ამჟამად უფრო მაღალია ვიდრე ინგლისის ვაქცინამდელი პიკი.
საინტერესოა რომ სიტუაცია კიდევ უფრო მძიმეა ვიდრე ეს მაგალითად იყო 2020 წლის მარტში ჩრდილოეთ იტალიაში და გასულ ზამთარში, გაერთიანებულ სამეფოსა თუ პორტუგალიაში. ამ მომენტისათვის ჰონგ კონგმა ახლა დაამყარა ახალი გლობალური რეკორდი ყოველდღიური სიკვდილიანობის მხრივ.
ჰონგ კონგის დაღუპულთა საერთო რიცხვი თითქმის ვერტიკალურად გაიზარდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში
ცხადია ყველა იკითხავს რა ხდებოდა ვაქცინაციის მხრივ ამ ქვეყანაში. როგორც აღმოჩნდა როდესაც Omicron მოხვდა, ჰონკონგში 80+ ასაკის ადამიანების ორ მესამედზე მეტი ჯერ კიდევ არ იყო ვაქცინირებული, ახალ ზელანდიასა და სინგაპურში რამდენიმე პროცენტთან შედარებით. შესაბამისად შემთხვევებმა და სიკვდილიანობამ ამ ჯგუფში ძალზედ იმატა. ამას დაემატა ის ფაქტიც რომ რომ ჰონგ კონგის ხანდაზმულ მოსახელობის უმეტესობას ვაცინაცია ჩაუტარდა ჩინური Sinovac-ით, რომელიც ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე Pfizer და ა.შ. ინფექციის
ჰონგ კონგის მაგალითი ნამდვილად ხაზს უსვამს განსხვავებას ომიკრონის „სირბილესა“ და იმუნიტეტით გამოწვეული „სირბილეს“ შორის
დეკემბერში, როდესაც Omicron გამოჩნდა სამხრეთ აფრიკაში, ბევრი აღნიშნავდა რომ სიმძიმის შესამჩნევი შემცირება შეიმჩნეოოდა იმ პოპულაციაში, რომელიც კარგად იყო აცრილი და რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ჰონგ კონგში აჩვენებს, რომ ეს ასე იყო.
ჰონგ კონგის მაგალითი აჩვენებს თუ როგორ შეუძლია ქვეყანას სრულად გამორთოს Covid-ი 2 წლით, აცრას მოსახლეობის 75%, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის სრულად დაცული COVID-ისგან, როდესაც სიფრთხილის ზომები მოდუნებულია!!!
უნდა გვახსოვდეს COVID უბრალოდ ელოდება სიტუაციას .
ის გვიჩვენებს იმ ვირუსის ბუნებას, რომელსაც ჩვენ წინაშე ვდგავართ და რომ სიტუაცია განსაკუთრებით მწვავდება არავაქცინირებულ მოსახლოებაში
აქვე აისეც უნდა აღნიშნოს რომ აზიის ქვეყნები კვლავ აგრძელებენ მასიურ ტესტირებას და შესაბამისად შემთხვევების რაოდენობაც უფრო მეტი ფიქსირდება და უფრო გამოხატავს რეალურ სურათს ვიდრე იმ ქვეყნებში სადაც ყველაფერი მოიხსნა და ტესტირების რაოდენობაც შემცირდა….
და ბოლოს შემთხვევების რაოდენობამ ევროპაშიც დაიწყო ზრდა, თუმცა რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გამო, ეს ჯერ არ იქცევს ქვეყნების ყურადღებას.”
კომენტარები