„ერთადერთი იარაღი “ლოქდაუნი” აქვთ, რომლის გამოცხადებას ღარიბაშვილი არჩევნების შემდეგ აპირებს.“ – წერს სოციალურ ქსელში დედაქალაქის ყოფილი მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
„არ არსებობს კოვიდის “სიკვდილის ჩარხის” შემობრუნება ამ მთავრობის პირობებში.
ერთადერთი იარაღი “ლოქდაუნი” აქვთ, რომლის გამოცხადებას ღარიბაშვილი არჩევნების შემდეგ აპირებს.
ვიმეორებ: არჩევნებამდე მოუწევთ.
“რუსული რულეტკის” თამაშია ამ მთავრობის ხელში ყოფნა.“ – წერს ჭიაბერაშვილი. ცნობისთვის, პრემიერმა გუშინ გააკეთა განცხადება, რომ ხელისუფლებას მყარად აქვს გადაწყვეტილი არ მოხდეს ქვეყნის ჩაკეტვა, მით უმეტეს, რომ ქვეყანაში არის შესაძლებლობა იმუნიზაციის.
კომენტარები