ევროპული საქართველოს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მაისში ვთქვი, კოვიდთან ბრძოლაში სომხეთი და აზერბაიჯანი ჩვენზე წინ არის-მეთქი, და შევატყვე, ბევრს ეს განცხადება არ ესიამოვნა – ზოგს იმიტომ, რომ გულუბრყვილოდ ავყევით მთავრობის პიარს, რომ “კოვიდზე გავიმარჯვეთ” და ზოგსაც იმიტომ, რომ ეთნონაციონალისტური ჯიბრი შურის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნაირსახეობაა.
რადგან ინფიცირებულთა რაოდენობით სომხეთსაც გადავასწარით (აზერბაიჯანს უკვე რამდენიმე კვირაა) და გარდაცვლილთა რაოდენობით აზერბაიჯანს შეიძლება რამდენიმე კვირაში გადავასწროთ, შევეცდები, კიდევ ერთხელ ავხსნა, რას ვგულისხმობდი მაშინ:
– მსოფლიოს წამყვანი ეპიდემიოლოგები თებერვალშივე აცხადებდნენ, რომ COVOD-19-თან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად გამართული სტატისტიკური სურათი, როდესაც ქვეყნები შეიძლება ერთმანეთს შეადარო, გვექნებოდა 2-3 წლის (!) თავზე
– შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი ანდრეს ტეგნელი დაჟინებით იმეორებს: ახლა ნუ მთხოვთ პასუხს, პასუხი მომთხოვეთ 2-3 წლის შემდეგ. მისი ვარაუდით, “ლოქდაუნიან” და “ულოქდაუნო” ქვეყნებში იქნება თითქმის თანაბარი სტატისტიკა (დემოგრაფიული პარამეტრების – ურბანიზაცია, სიმჭიდროვე, ოჯახის სტრუქტურა, სიცოცხლის განგრძლივობა, საშუალო ასაკი და ა.შ. – გათვალისწინებითა და სტატისტიკური შეწონვით)
– მაისშივე იყო ნათელი, რომ ამ ეპიდემიის შეკავება შეუძლებელია. ვირუსის გავრცელების მაღალი სიჩქარე აქვს იმ ქვეყნებს (იხ. საბერძნეთი), რომელიც ჩვენსავით “წარმატებით” გაუმკლავდა ეპიდემიას გაზაფხულზე. ზამბარის ეფექტი სახეზეა: რაც უფრო მაგრად შევკუმშეთ ზამბარა გაზაფხულზე, მით უფრო მტკივნეულია მისი დარტყმის ეფექტი შემოდგომაზე.
– სინამდვილეში, რაც უფრო მართვადი იქნებოდა ეპიდემია მაისიდან, მით ნაკლები “ზამბარის ეფექტი” გვექნებოდა შემოდგომაზე. გაზაფხულის გაუმართლებელი “ლოქდაუნით” თითქოს სიცოცხლეები დავზოგეთ, მაგრამ ახლა ორმაგ მსხვერპლს ვიღებთ….”
კომენტარები