თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მოსამართლე გიორგი არევაძემ განაჩენი უკვე გამოაცხადა.
გარდაცვლილის ძმის, ბექა სირაძის განცხადებით, ოჯახი მხოლოდ მარიანა ჩოლოიანის პასუხისგებაში მიცემით არ შემოიფარგლება და გაგრძელებს ბრძოლას იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ლუკა სირაძის დაკითხვის პროცესში მონაწილეობდა.
მისივე თქმით, გამოძიება სხვა პირების წინააღმდეგ გრძელდება.
„ოჯახის მოთხოვნა და ინტერესი იყო მაქსიმალური სასჯელი – 5 წელი, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ უსამართლობაა. ჩოლოიანის ადვოკატები საერთოდ საპირისპიროს, მის უდანაშაულობას ამტკიცებდნენ. მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი – 3 წელი. განაჩენის გასაჩივრებას რაც შეეხება, პროკურორთან და ადვოკატებთან გავივლით ამ ყველაფერს და ამის შესაბამისად გავაგრძელებთ პროცესს“, – განაცხადა ბექა სირაძემ.
გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავეს. საიას ინფორმაციით, მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი ყინწვისის სპეცოპერაციის გამოძიებაშიც ფიგურირებს.
კომენტარები