“ეხო კავკაზას” ინფორმაციით, ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება, ლუკაშენკო არაოფიციალური ვიზიტით არაღიარებულ რესპუბლიკაში დღეს დილით ჩავიდა.
როგორც წყარო იტყობინება, ლუკაშენკო ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ხვდება.
შეხვედრაზე მხარეები ორმხრივ ურთიერთობას, სავაჭრო-ეკონომიკურ თანნამშრომლობას, საერთაშორისო ვითარებას, გამოწვევებსა და საფრთხეებს გაანალიზებენ.
გამოცემის ცნობითვე, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ საგზაო პოლიციის მანქანების თანხლებით აფხაზეთში ავტოკოლონა მოძრაობს.
ასევე აღსანიშნავია, რომ, 26 სექტემბერს, სამუშაო ვიზიტით ალექსანდრ ლუკაშენკო სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან ჩავიდა. ხოლო ამის შემდგომ გავრცელდა მისი ამ ვიზიტთან დაკავშირებული კომენტარი, სადაც ამბობს :
„გუშინ ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინთან აფხაზეთის პრობლემები განვიხილეთ. ღამემდე ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე და მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება. მას დახმარება სჭირდება, რათა ეს აყვავებული მიწა, ხალხი, ვინც აქ ცხოვრობს, ნორმალურად ცხოვრობდეს.“
კომენტარები