ბელარუსში სამხედროებს სამოქალაქო პირებისთვის ცეცხლი გახსნის უფლება მიეცათ. შესაბამისი ცვლილება პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ შეიარაღებული ძალების რეგლამენტში შეიტანა.
კანონის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს უფლება აქვთ გამოიყენონ მოქალაქეების წინააღმდეგ “ცეცხლსასროლი იარაღი, სპეცტექნიკა, სამხედრო და სპეცტექნიკა დაკისრებული ამოცანების შესრულებისას”.
მოქალაქეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება, დოკუმენტის მიხედვით, ნებადართულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაშიც კი.
ლუკაშენკოს მიერ განხორციელებულ ცვლილებებში ასევე ნათქვამია, რომ სამხედრო მოსამსახურე “არ არის პასუხისმგებელი” სროლით მიყენებულ ზიანზე, როდესაც ის განხორციელდება “საერთო სამხედრო რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად”.
კომენტარები