“ლუკაშენკოს რეჟიმთან თანამშრომლობა, ცხალია არის პოლიტიკური საკითხი.” – წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია.
“ბელარუსმა გამოაქვეყნა ბელარუსის და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს შორის ხელშეკრულება თანამშრომლობაზე, რომლის მიხედვით, პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის მოთხოვნა შეუძლიათ საქართველოში მყოფ ბელარუს პოლიტიკურ დევნილებსა და უფლებადამცველების შესახებ, რაც ძალიან მაღალი რისკის შემცველია ამ ადამიანებისათვის. მაცნეში ეს ხელშეკრულება ჯერ არ იძებნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ის არაა ჯერ ძალაში შესული, ეს თუ ასეა, ვითხოვთ:
– არ შევიდეს ძალაში ეს ხელშეკრულება საქართველოს მხრიდან;
– თუ ძალაშია შესული, მოვითხოვთ, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებმა არ მიაწოდონ არანაირი პერსონალური ინფორმაცია ბელარუსის მხარეს საქართველოში მყოფი პოლიტდევნილებისა და უფლებადამცველების შესახებ;
– ყველა ბელარუს უფლებადამცველს მოვუწოდებთ, მოგვმართონ, რათა საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე მოვახდინოთ მათი დაცვა ამ ხელშეკრულების მოქმედებისგან.
ლუკაშენკოს რეჟიმთან თანამშრომლობა, ცხადია, არის პოლიტიკური საკითხი.” – წერს ბაია პატარაია.
კომენტარები