ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინა რუსეთის მოლაპარაკებებში ჩართვას ითხოვს:
“შეუძლებელია, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ბელარუსის მონაწილეობის გარეშე გაიმართოს. თუ ამ პროცესში ჩაგვითრიეთ, პირველ რიგში, ეს ეხება დასავლეთს, ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან ბელარუსის პოზიციაც უნდა დაფიქსირდეს. ჩვენი მოთხოვნა არ გამომდინარეობს იქიდან, რომ რუსეთთან ერთად ერთ კონტექსტში მოგვიხსენიებთ, არამედ იქიდან გამომდინარე, რომ ომი ჩვენ საზღვრებთან მიმდინარეობს, ეს კი ბელარუსზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ამიტომ, ბელარუსის ზურგს უკან შეთანხმებას ვერ მიაღწევთ. სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთს ჩვენი ეს პოზიცია ესმის. მართალია ეს დასავლეთის გეგმებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ვალდებული არ ვართ, დასავლეთის დაკრულზე ვიცეკვოთ”, – ამბობს ლუკაშენკო.
კომენტარები