ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“აუ ეს ნახეთ?
იცით ვინ არის? უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრია.
ჰოდა ახლა მოისმინეთ რას გვიყვება, რაკი ელემენატრულად იდიოტებად გვთვლის, ანუ დარწმუნებულია, მთავარ კითხვას არ დავუსვამთ მონაყოლთან დაკავშირებით.
გვიყვება, რომ თურმე, სააკაშვილმა კავშირი დაამყარა მოსკოვში მცხოვრებ უკრაინელ ბიზნესმენთან, რომელიც იანუკოვიჩის დროინდელი ოლიგარქია და შეუთანხმდა, თუ უკრაინულ პარტიას დაუფინანსებდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იმ რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენს სისხლის სამართლის საქმეებს `გაუნულებდა`.
მაშინ მე მაქვს კითხვა, რომელიც “იმედის” ჟურნალისტებმა არ დაუსვეს: კი მაგრამ, შე …ო, შინაგან საქმეთა მინისტრი იყავი, გენერალური პროკურორი იყავი და თუ მტკიცებულებები გქონდა ასეთ საქმეზე…… ჯერ მხოლოდ (!) შინაპატიმრობა რატომ მოითხოვე სასამართლოზე, შემდეგ კი, როცა მიშამ ეს `შინაპატიმრობა` დაიკიდა, ქვეყნიდან რატომ გააძევე?
არ არის ლოგიკური კითხვა?
არა ვარ მე არც მიშისტი, არც ანტიმიშისტი. უბრალოდ ნერვები მეთხრება, როცა იდიოტად მიმიჩნევენ.”
კომენტარები