სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ამბობს, რომ ოფიციალურმა ერევანმა ორგანიზაციას დახმარებისთვის მიმართა, თუმცა მათი თხოვნა ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა:
“ის ფაქტი, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სათანადო რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონია, ნიშნავს, რომ ჩვენი მოლოდინები არ გამართლდა…
როდესაც ჩვენ მივმართეთ ОДКБ-ს, სომხეთის სუვერენიტეტის დასაცავად სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკური დახმარების იმედი გვქონდა. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა მათ მიმართ, მაგრამ ეს ამ დრომდე არ შესრულებულა. ბუნებრივია, ეს ვერ დაგვაკმაყოფილებს.”
ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, იგივე ОДКБ რუსეთის მიერ შექმნილი ალიანსია, რომელშიც ამ დროისთვის 6 პოსტ-საბჭოთა ქვეყანა: სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი არიან გაწევრიანებული. ალიანსი იღებდა ვალდებულებას, რომ თუ რომელიმე წევრ სახელმწიფოს თავს დაესხმებოდნენ, მტერს შესაბამის პასუხს გასცემდნენ.
კომენტარები